დავით ზალკალიანი – მადლიერნი ვართ მაიკ პომპეოს მიმართ, რომელიც საქართველოს გვერდით დგას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

15:37, 15.02.2020

მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიმართ, რომელიც დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მადლობას უხდის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„მე ვაფასებ აშშ-ს წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოსნაირ მოკავშირეებთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები.

მსგავსი