დავით ზალკალიანი ლიზ თრასს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს
დავით ზალკალიანი ლიზ თრასს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიზ თრასს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს და აქტიური თანამშრომლობის ფონზე ორ ქვეყანას შორის კავშირის გაძლიერების იმედს გამოთქვამს.

ამასთანავე, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დომინიკ რააბი ლიზ თრასმა შეცვალა. მანამდე ის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლიზ თრასი ასევე შეითავსებს ქალთა და თანასწორობის მინისტრის მოვალეობებს.