დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩუსთან.

საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთო-ს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის სესიაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ გართულებულ ვითარებას და აღნიშნა რომ ეს შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და ხაზი გაესვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ხაზი გაესვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.​