დავით ზალკალიანი - კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი
დავით ზალკალიანი - კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი

კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგოც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიულია.

„მართლაც ისტორიული ვიზიტია, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ვიზიტია პრეზიდენტის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორმატისა და ფორუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, უახლოესი ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. გარდა ორმხრივი ურთიერთობისა, ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ, აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური განზომილების კიდევ უფრო მეტად წამოწევა, ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ვფიქრობ, ეს ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობას “, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.