დავით ზალკალიანი - კორონავირუსის საერთო გამოწვევის მიუხედავად, ვიხილეთ არაკანონიერი ქმედება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე
დავით ზალკალიანი - კორონავირუსის საერთო გამოწვევის მიუხედავად, ვიხილეთ არაკანონიერი ქმედება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევაზე იყო ფოკუსირებული, კვლავ დაფიქსირდა არაკონიერი ქმედება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე წარიმართა დეზინფორმაციის კამპანია, იგივე ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო იყო ფოკუსირებული და ყურადღება გადატანილი გახლდათ ისეთ საერთო გამოწვევაზე, რაც არის „კოვიდ-19“, ამ პერიოდშიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი არაკანონიერი ქმედება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგივე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლება, დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიმართული იყო სწორედ იმ ინფრასტრუქტურაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მუშაობდა, ყველაზე წარმატებული იყო.

კერძოდ, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც, როგორც პრემიერმა ბრძანა, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა ელჩებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამ დროს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერა  კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

„ამ დროს მხარდაჭერა, მეგობრობის კონსოლიდაცია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება – ეუთო-ში, ევროპის საბჭოში, გაერო-ს ფორმატების მაქსიმალურად ამოქმედება და ცალკეული თითოეული თქვენი ქვეყნის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის პროცესზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი