დავით ზალკალიანი კორეის რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი კორეის რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კორეის რესპუბლიკას „კოვიდ-19“-ის  წინააღმდეგ ბრძოლაში დროული მხარდაჭერისთვის მადლობას უხადის.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„მადლობას ვუხდი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, კან გიონ ხვას საქართველოსთვის გაწეული დროული დახმარებისთვის, რომლის მიზანიც ეპიდემიის გავრცელების გლუვი მრუდის შენარჩუნებაა“, – წერს ზალკალიანი.

მისი თქმით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე იქცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სანიმუშო მაგალითად.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელსეწყობით სამხრეთ კორეული კომპანია – SD Biosensor, Inc. აპრილის ბოლოს საქართველოში „კოვიდ-19“-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს განახორციელებს.

ანტიგენის აღმოჩენის სწრაფი ტესტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა“, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დატოვე კომენტარი