დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ძალიან მეგობრული საუბარი ჰქონდა მიშელთან, კვლავ იყო დადასტურებული, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებას
დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ძალიან მეგობრული საუბარი ჰქონდა მიშელთან, კვლავ იყო დადასტურებული, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ჰქონდა არაფორმალური, მეგობრული საუბარი შარლ მიშელთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებას.

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია შარლ მიშელთან, მის კაბინეტთან. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არაფორმალური, ძალიან მეგობრული საუბარი მასთან კიევში, ყირიმის პლატფორმის ფარგლებში და კიდევ ერთხელ იყო დადასტურებული ის, რომ საქართველო ძალიან თანმიმდევრულად ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებას, დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილთან მიმართებაში პროცესი ახლა მიმდინარეობს და მათ აქვთ სრული გარანტია, რომ ეს პუნქტები სრულად იქნება შესრულებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ ჩვენ ერთგული ვართ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.