დავით ზალკალიანი ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მიწისძვრის დროს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს
დავით ზალკალიანი ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მიწისძვრის დროს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გამოვხატავ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას ინდონეზიელი ხალხისა და მთავრობის მიმართ კუნძულ ლომბოკზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო ამ მძიმე წუთებში ინდოენეზიის გვერდით დგას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინდონეზიაში 6 აგვისტოს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც.

ინდონეზიაში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ინდონეზიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს.