დავით ზალკალიანი - იმედს გამოვთქვამ, რომ ერაყში გულის შეტევით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება
დავით ზალკალიანი - იმედს გამოვთქვამ, რომ ერაყში გულის შეტევით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ერაყში გულის შეტევით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში კონტაქტობენ თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

„თურქეთს მესამე ქვეყნებთან აქვს საზღვრები დაკეტილი, საკმაოდ რთული სიტუაციაა და გამონაკლისებს არ უშვებენ, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციაში და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.