დავით ზალკალიანი – გვწამს, რომ გერმანიის თავმჯდომარეობის ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს. შესაბამისი პოსტი მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ამ მღელვარე დროში, მივესალმები გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. ვითვალისწინებთ რა გერმანიის მუდმივ ინტერესს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებასთან მიმართებაში, იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება“ – წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე და გერმანიას წარმატებულ თავმჯდომარეობას უსურვებს.
დღეს გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Welcome🇩🇪EU Presidency 2020 in the midst of turbulent times for Europe and the world. Encouraged by continuous German interest in the success of the Eastern Partnership, we expect decisive six months for the Eastern Partners. We wish our🇩🇪friends another distinguished Presidency!
— David Zalkaliani (@DZalkaliani) July 1, 2020