დავით ზალკალიანი - ქვეყანაში სახმელეთო და საჰაერო გზით, პოლონეთიდან და ბელარუსიდან გუშინ საქართველოს 71 მოქალაქე დაბრუნდა
დავით ზალკალიანი - ქვეყანაში სახმელეთო და საჰაერო გზით, პოლონეთიდან და ბელარუსიდან გუშინ საქართველოს 71 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გუშინ ქვეყანაში პოლონეთიდან და ბელარუსიდან საქართველოს 71 მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საელჩოების დახმარებით, 71 მოქალაქე ჯერ ავტობუსით გადაიყვანეს ვარშავიდან მინსკამდე, ხოლო მინსკიდან საჰაერო გზით ერევნის მიმართულებით, შემდეგ კი საქართველოს საზღრამდე ავტობუსებით.

„გუშინ და გუშინწინ განვახორციელეთ სახმელეთო და საჰაერო გზით ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში. კერძოდ, პოლონეთში და ბელარუსში ჩვენი საელჩოები იყვნენ ამ პროცესში ჩართული. 71 მოქალაქე გამოვიყვანეთ ვარშავიდან ჯერ ავტობუსებით მინსკამდე, ხოლო მინსკიდან საჰაერო გზით ერევნის მიმართულებით, ხოლო შემდეგ ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე ასევე ავტობუსებით. კიდევ დამატებით 71 მოქალაქე ვარშავიდან დაბრუნდა სამშობლოში და შემდგომ უკვე 27 აპრილს, როდესაც დაგეგმილია სპეცრეისი, ის ადამიანები, რომლებიც არიან პოლონეთში, ვარშავაში, მათაც ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.