დავით ზალკალიანი - გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით
დავით ზალკალიანი - გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით

გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატო-ს წევრობაში ეხმარება. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადაც გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი. მან ასევე ხაზი გაუსვა სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.