დავით ზალკალიანი - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია, რომელიც ნატო-ში მიწვევასთან ერთად იქნება მიღებული
დავით ზალკალიანი -   გაწევრიანების სამოქმედო გეგმა პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია, რომელიც ნატო-ში მიწვევასთან ერთად იქნება მიღებული

იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს ამ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანების კუთხით და ამ ინსტრუმენტების იმპლემენტაციის პროცესში ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი.

„გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც იქნება მიღებული ნატო-ში მიწვევასთან ერთად. ჩვენ ველოდებით ნატო-ს დეკლარაციას. მიმდინარეობს მუშაობა ტექსტზე. ტექსტზე მუშაობენ ნატოელი პარტნიორები. გვაქვს იმედი, რომ ნატო-ს ეს სამიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და სათანადოდ აისახება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.