დავით ზალკალიანი - გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ნატო-ს ფარგლებში, გადასინჯვას არ ექვემდებარება, ეს უკვე გაცხადებულია, როგორც ნატოელი პარტნიორების, ასევე ჩვენი მხრიდან
დავით ზალკალიანი - გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ნატო-ს ფარგლებში, გადასინჯვას არ ექვემდებარება, ეს უკვე გაცხადებულია, როგორც ნატოელი პარტნიორების, ასევე ჩვენი მხრიდან

ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულია ნატო-ს ფარგლებში, გადასინჯვას არ ექვემდებარება, ეს უკვე გაცხადებულია. გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, გაცხადებულია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და ამისთვის საქართველომაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„გამოქვეყნდა ბოლო მიმოწერა რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის, რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სადაც არის შეუქცევადად დადასტურებული ღია კარის პოლიტიკა. ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, ჩვენი მცდელობები, რაც მიმართულია თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების, შიდა რეფორმების გაძლიერების კუთხით, უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ქვეყანა მოვამზადოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, აქაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით, თუ არ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და თუ ის პოზიციები იქნება შეუქცევადი, შეუვალი და თანმიმდევრული, რასაც დღეს აცხადებენ ჩვენი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯებიც თანმიმდევრულად გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა ზალკალიანმა.