დავით ზალკალიანი - ფილიპ რიკერთან დღევანდელი შეხვედრა მთლიანად მიეძღვნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს
დავით ზალკალიანი - ფილიპ რიკერთან დღევანდელი შეხვედრა მთლიანად მიეძღვნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრა კვლავ გაიმართა თბილისში მას შემდეგ, რაც ისინი იმყოფებოდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მთლიანად მიეძღვნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს ანუ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა სამხრეთ კავკასიაში იყოს მიღწეული გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

„სწორედ საქართველოს როლზე რეგიონში, რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენი ფუნქციის წინ წამოწევის თემებზე და ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე იყო დღევანდელი შეხვედრა ფოკუსირებული, რომელიც იყო უაღრესად ნაყოფიერი, დეტალურად განხილული არსებული სიტუაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი