დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის დეტალებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ამასთან, უეს მიტჩელმა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლიერება გამოხატა.