დავით ზალკალიანი ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის მიღებას მიესალმება
დავით ზალკალიანი ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის მიღებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის მიღებას მიესალმება.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მინისტრი ევროპარლამენტს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მივესალმები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის მიღებას. მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ევროპარლამენტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა ანგარიშებისა და რეზოლუციების მიღების გზით“, – წერს დავით ზალკალიანი.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში 16 სექტემბერს დაამტკიცეს.

დატოვე კომენტარი