დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება
დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება

ევროპარლამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა ასოცირების შეთანხმება. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე საგარეო პოლიტიკის სწორი კურსით. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი არის შეუქცევადი. ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. მინდა რამდენიმე მომენტი გამოვყო, პირველ რიგში ის, რომ აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების იმ ანგარიშში, რომელიც დაამტკიცა გუშინ ევროპარლამენტმა, საუბარია, რომ საქართველოს არის მთავარი პარტნიორი რეგიონში, რომ საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ წევრ ქვეყნებთან მიმართებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ანგარიშში მხარდაჭერილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და სამშვიდობო პოლიტიკა.

ნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითად გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასთან, განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული და ცალსახად მხარდაჭერილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და მხარდაჭერილია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც მივიღეთ ევროპარლამენტის მხრიდან ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებაში. ჩვენ, ასევე მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრების მხრიდან, მათ შორის უშუალოდ ავტორისგან, რომელმაც აღნიშნა რომ საქართველო არის წარმატებული და ლიდერი ამ რეფორმების განხორციელების კუთხით და მაშინ, როდესაც შენ ხარ ლიდერი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები არის მოთხოვნილი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის უახლოესი მოლოდინი, რაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იქნება ისეთივე მაღალ სტანდარტებზე და დონეზე შესრულებული, როგორც აქამდე იყო 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი