დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მაღალია მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მაღალია მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში

ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები-ევროკავშირის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და ასევე იმაზე, რაოდენ მაღალი მოლოდინები არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატში პირველად იმართება პრემიერ-მინისტრების დონეზე ასოცირებული ტრიოს შეხვედრა და უმაღლეს დონეზე არის მიღება.

„ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები ევროკავშირის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და ასევე იმაზე, რაოდენ მაღალი მოლოდინები არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ეს შეხვედრები ასოცირებული სამეულის ფორმატში იყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ის, რომ იყოს შესაბამისად ასახული ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება. ასევე, ის, რომ მხარდაჭერილი იყოს მთავარი ფუნდამენტური პრინციპი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირთან ჩვენი შემდგომი უახლოესი პერსპექტივის ურთიერთობების და ის ხუთი საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა.

ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი და ეს საერთო პრიორიტეტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. რა თქმა უნდა, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებისა, საუბარი იყო ბევრ სხვა თემაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ძალიან პოზიტიურად აღინიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს, კერძოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული მედიაციის პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ასევე ჩვენი ინიციატივები, რომელიც სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახელით არის ცნობილი და პრემიერის ინიციატივა გახდა და ევროკავშირის მხრიდან ამ ინიციატივას აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი და ამ თემებზე გვქონდა ჩვენ ძალიან კარგი საუბარი“, – განაცხადა ზალკალიანმა.