დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა
დღეს ეუთო-ს 28-ე მინისტერიალი გაიხსნება, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი მასპინძლობს.
ორდღიანი ღონისძება სტოკჰოლმში ტარდება, სადაც 57 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით სესიაზე. დავით ზალკალიანი ეუთო-ს ეგიდით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში.
ორი დღის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან მიხაელ ლინჰარტთან, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუჯარ ოსმანისთან, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარესთან ზბიგნევ რაუსთან, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან,
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელ ტერეზა რიბეიროსთან.