დავით ზალკალიანი - ერიკა ოლსონთან შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ
დავით ზალკალიანი - ერიკა ოლსონთან შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ

საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ზალკალიანის თქმით, ერიკა ოლსონთან შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

„საქართველოში ერიკა ოლსონის ვიზიტი არის მისი პირველი ვიზიტი ამ ამპლუაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც მეც ვესწრებოდი და გვქონდა საუბარი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, იმ როლსა და ფუნქციაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, საქართველო ასრულებს. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამას ძალიან ძლიერი, მკაფიო მხარდაჭერა აქვს და წახალისებულია მათი მხრიდან, რომ ჩვენ ეს ფუნქცია, როლი მომავალშიც შევასრულოთ. მათთვისაც ცნობილია, რომ ჩვენ ვთავაზობთ, სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყნისთვის, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის. ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაც გაზრდის ნდობას სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის, მათ შორის უშუალოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ვისაუბროთ სხვა თემებზეც, ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ლოჯისტიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ასევე ბიზნესურთიერთობებზე, ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ვფიქრობ, ჩვენი ინიციატივა ძალიან კარგი ინიციატივაა და ხელს შეუწყობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ეს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.