დავით ზალკალიანი - ელჩებთან ყოველწლიურ კონფერენციას ჩვენი საგარეო სტრატეგიის შემუშავებისთვის გამოვიყენებთ
დავით ზალკალიანი - ელჩებთან ყოველწლიურ კონფერენციას ჩვენი საგარეო სტრატეგიის შემუშავებისთვის გამოვიყენებთ

თბილისში 18-21 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ – ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის გაიმართება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, კონფერენციაზე შეჯამდება გასული წელი და ასევე საუბარი იქნება მომავალი წლის პრიორიტეტებზე.

„ელჩების კონფერენციაზე სიახლეები გვექნება. რომელიც წინა წლის ელჩების კონფერენციის დროს არ იყო. იქნება თემატური განხილვები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი ახალი ინიციატივების პრეზენტაცია გვექნება. ჩვენ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე აქტიურად ვმუშაობთ. ელჩებთან ყოველწლიურ კონფერენციას ჩვენი საგარეო სტრატეგიის შემუშავებისთვის გამოვიყენებთ”, – განაცხადა ზაკლალიანმა.