დავით ზალკალიანი - ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე ჩვენი განხილვის მთავარი თემა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა იქნება
დავით ზალკალიანი - ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე ჩვენი განხილვის მთავარი თემა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა იქნება

ჩვენი განხილვის მთავარი თემა ჟენევის შემდგომ რაუნდზე იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი იქნება განსაკუთრებული.

„მუდმივად ამ საკითხის აქტუალიზაციას ვახდენდით ჟენევის ფორმატებში და ეს ფორმატი, მიმდინარე რაუნდი იქნება განსაკუთრებული. გვსურს, ამ მიმართულებით გაგრძელდეს დისკუსია, განხილულ იქნას წინადადებები, თუ როგორ შეიძლება მომავალში თავიდან აცილება და პრევენცია იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არანაირი შეზღუდვა და მათ ჰქონდეთ წვდომა საკუთარ ნათესავებთან, ეკლესიებთან, ასევე მოინახულონ მათი ახლობლები, ჰქონდეთ წვდომა ნორმალურ ჯანდაცვის მომსახურებაზე და განათლებაზე. ეს არის მინიმალური უფლება, რომელიც წარმოუდგენელია, რომ იყოს შეზღუდული. ამიტომ, ჟენევის ფორმატის იმ მიმართულებას, რომელიც ჰუმანიტარულ განზომილებაზე მსჯელობს, სწორედ ამ საკითხის აქტუალიზაციისთვის გამოვიყენებთ და ჩვენ ჩვენი წინადადებებით წარვდგებით თანათავმჯდომარეებთან იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი უკანონო ქმედება იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.