დავით ზალკალიანი - ბელგიის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მსჯელობას
დავით ზალკალიანი - ბელგიის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მსჯელობას

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერ დიდიე რეინოლდსთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე მსჯელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებრივი უხეში ხელყოფის ფაქტების შემდგომ პრევენციასა და აღმოფხვრას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ბელგიის სამეფოს თანადგომას საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების კუთხით.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ. სულ უფრო და უფრო მძიმდება ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების წვდომის აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებს. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებრივი უხეში ხელყოფის ფაქტების შემდგომ პრევენციასა და აღმოფხვრას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ამის დასტურია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ასევე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ და მტკიცე პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.