დავით ზალკალიანი - დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას
დავით ზალკალიანი - დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომელიც დაკეტილი იყო.

„ეს ინფორმაცია როგორც კი შევიტყვეთ, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა. საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო. ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად წარიმართოს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი