დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო წინა არჩევნებზე, ასევე, შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ პროცესს უსაფრთხოდ დააკვირდნენ
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო წინა არჩევნებზე, ასევე, შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ პროცესს უსაფრთხოდ დააკვირდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო და მოწვევა ყველა სადამკვირვებლო მისიას გაეგზავნა.

„ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება. ჯერ კიდევ აპრილის თვეში. ყველა სადამკვირვებლო მისიას გავუგზავნეთ მოწვევა, მათ შორის ყველაზე დიდი გახლავთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ყველას, ვინც კი წინა არჩვენებზე იყო საქართველოში, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას და პარტნიორ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს მოსაწვევი, მათ შორის უკვე დაკონკრეტებული თარიღით.

ჩვენ უკვე თბილისში გვყავს ეუთო, რათა ჰქონდეთ ყველა შესაბამისი პირობა ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მათ შორის კოვიდის პირობებში რომ უსაფრთხო ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება წინა არჩევნებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნებზეც მათ ყველა შესაბამისი პირობა ექნებათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ეუთო/ოდირის 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, თუმცა მოსაწვევები გაგზავნილია ევროსაბჭოს, სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო ორანიზაციებში.

„დღეს უკევ ამ მისიის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეუთო/ოდირის 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, მაგრამ დამკვირვებელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, რადგან მოსაწვევები გაგზავნილია ასევე ევროსაბჭიოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დარწმუნებული ვარ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს იყო წინა არჩევნებზე. აქ კი მათთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი,  რომ უსაფრთხოდ დააკვირდნენ ამ პროცესს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.