დავით ზალკალიანი – ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რასაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს

23:12, 01.10.2020

საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

„მიხარია, რომ დღეს გაჟღერდა და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება – „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაპირებისკენ და მნიშვნელოვანი მისიისკენ, რომელიც გვაქვს, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული – საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს ნაბიჯი – განაცხადის გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი