დავით ზალკალიანი - ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას
დავით ზალკალიანი - ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას

ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.

„არ ვაპირებდი ოპონენტების გამოსვლაზე რეაგირებას. იცით, რომ ეს არ არის ჩემი ბუნება და არ გამოვირჩევი ძალიან მძაფრი რეაგირებით, მაგრამ ის, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ, მართლაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, პირველ რიგში, მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენგანთან ერთად, მაგრამ არასდროს წავსულვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, არასდროს ვკადრულობდი იმას, რასაც დღეს ვხედავ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმე საყურებლად შეაფასა, ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს, ძალიან მძიმე იყო, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ერთად ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, იმ კოლეგებს, მათ შორის, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ და ვინც დღესაც აგრძელებენ საქმიანობას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.