დავით ზალკალიანი - ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის
დავით ზალკალიანი - ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის

დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის და ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. ხაზს უსვამენ არჩევნების თავისუფალ და პლურალისტურ გარემოში ჩატარებას და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან იმ რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ასევე დასავლური ღირებულებების ერთგულების გზით ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებას!“,- წერს დავით ზალკალიანი.