დავით ზალკალიანი – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია მიუღებელია.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი.
Military aggression launched by Russia against Ukraine is totally intolerable. We #StandWithUkraine and call on our international partners to give a strict response to the violation of the international law by Russia and ensure the de-escalation of the situation.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 24, 2022