დავით ზალკალიანი - ჩვენ მსოფლიო ცივილიზებულ თანამეგობრობასთან ერთად ვართ და ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გამოწვევებთან ბრძოლაში
დავით ზალკალიანი - ჩვენ მსოფლიო ცივილიზებულ თანამეგობრობასთან ერთად ვართ და ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გამოწვევებთან ბრძოლაში

ჩვენ მსოფლიო ცივილიზებულ თანამეგობრობასთან ერთად ვართ და ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ამ გამოწვევებთან ბრძოლაში. დღეს ეს კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, როგორც ჩემს გამოსვლაში, ისე იმ ორმხრივი შეხვედრების დროს, რომელიც ჩატარდა ამ მინისტერიალის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონული ჰაბის ფუნქციას ასრულებს კოალიციის წევრებისთვის ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად.

„კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველა იმ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც ეს წვლილი შეიტანა, ასევე ჩვენს დაღუპულ გმირებს, მთელი მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა აფასებს ამას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაგრძელდეს მჭიდრო კოორდინაციის ფორმატში. დღეს მე აღვნიშნე, რომ საქართველო სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას და უკვე ჩართული არის გამოყვანის პროცესში, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ის, რომ ჩვენ რეგიონულ ჰაბს წარმოვადგენთ ჩვენი რეგიონალური პარტნიორებისთვის ძალიან დაფასებული და აღიარებულია. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.