დავით ზალკალიანი - ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში
დავით ზალკალიანი - ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგს.

„მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ არის ასახული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გუშინ იყო სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის დიალოგს. საქართველო მიესალმება საერთაშორისო ჩართულობას და საერთაშორისო აქტორების გააქტიურებას ამ მიმართულებით, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.