დავით ზალკალიანი – ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკი“ საქართველოშია, მადლობა მათ დონაციისთვის და უნგრეთს, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას გაღებული საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი, გამანადგურებელი მტრის – „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – წერს ზალკალიანი.
„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო.
Doses of China-donated #Sinovac vaccines have arrived 2 🇬🇪. A massive thank you 2 #China 4 donation & #Hungary 4 its contribution 2 ensure safe transportation of t/vaccines. Another great example of perfect cooperation btw countries against t/destructive enemy-#COVID19 🇬🇪🇨🇳🇭🇺🤝 pic.twitter.com/Do1MbrqP64
— David Zalkaliani (@DZalkaliani) April 29, 2021