დავით ზალკალიანი - ბრიუსელში ვიზიტს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რათა ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს
დავით ზალკალიანი - ბრიუსელში ვიზიტს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რათა ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს

ბრიუსელში ვიზიტს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რათა ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხი იქნება გამოყენებული, რათა საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას გახელაძის თემაზე საუბრისთვის და დღევანდელ ჩემს შეხვედრაზეც მქონდა ამის შესახებ ძალიან მკაფიო საუბარი, თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ეს საკითხი დასმული. ხვალ ბორელთან შეხვედრაზეც მექნება ამაზე საუბარი, ასევე ევროპარლამენტარებთან და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს, რომ ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს, ყველა არსებული და არარსებული, არაფორმალური თუ ფორმალური არხი იქნება გამოყენებული, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს მისი უკანონო პატიმრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.