დავით ზალკალიანი - ბერლინიდან სპეცრეისით გუშინ მძიმე პაციენტიც გადმოვიყვანეთ
დავით ზალკალიანი - ბერლინიდან სპეცრეისით გუშინ მძიმე პაციენტიც გადმოვიყვანეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გუშინ სპეცრეისით თბილისი-ბერლინი-თბილისი საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ყოველი გეგმური ფრენის დროს აღნიშნული რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

„გუშინდელ რეისზეც იმგზავრა საქართველოს მოქალაქემ, მძიმე პაციენტმა, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან ბერლინში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაყვა ექიმების ჯგუფი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი უშუალოდ ხომალდის ბორტზე. მინდა, ექიმებს, რომლებიც ამ რეისს ახლდნენ, განსაკუთრებული მადლიერება დავუდასტურო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.