დავით ზალკალიანი ბერძენ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო
დავით ზალკალიანი ბერძენ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

დავით ზალკალიანმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. მინისტრი დაინტერესდა საბერძნეთში ხანძრების მხრივ დღეს არსებული ვითარებით და ასევე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების მიმდინარეობით.

საუბრისას, მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.