დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.

მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

დავით ზალკალიანმა ავსტრიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 2020 წელს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.