დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები, რომელის გამოხატულება იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

„ამ მხრივ, განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, შესაბამისი ბიზნესდელეგაციების გაცვლისა და კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის მხრივ, ასევე აღინიშნა საქართველოში უკვე არსებული ავსტრიული კომპანიებისა და ავსტრიული ინვესტიციების მნიშვნელობა.

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი