დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივან სინტია ჰაგერთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპატის დამტკიცების 2013 წელს, რომელიც ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება და რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების განხორციელება მოხდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპატი 2013 წელს გადმოეცა. კომპატი 140 მილიონ დოლარს ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის შემცირების და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.