დავით ზალკალიანი - აშშ-ს ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობის დონე ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამას სჭირდება მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე
დავით ზალკალიანი - აშშ-ს ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობის დონე ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამას სჭირდება მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე

მნიშვნელოვანია, რომ ის ერთსულოვანი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ აქტს აქვს წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ერთსულოვნად იყოს მხარდაჭერილი აშშ-ის სენატში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, აშშ-ის სენატორებთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი სენატორები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები არიან.

„მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს საქართველოს კონგრესში, იყოს რეალიზებული. მათი მხრიდან ამ დღეებში იყო ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ საქართველო ნახსენებია უკრაინასთან ერთად. ნახსენებია, რომ უკანონო ქმედება, რაც ოკუპაციით არის გამოწვეული, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს. აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

ასევე ვისაუბრეთ ორ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთოებებშია მნიშვნელოვანი. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა. აშშ-ს ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობის დონე ისეთი მაღალია, როგორიც არასდროს. ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა და გაღრმავება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.