დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა მიანიშნებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან ურთიერთობას
დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა მიანიშნებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან ურთიერთობას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა მიანიშნებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობას, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, თუნდაც ეს რეზოლუციები და უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახელით როგორც არის ცნობილი, მიანიშნებს თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობას. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრობლემატიკის ბმა სულ უფრო ხდება რუსეთის ფედერაციასთან, მის უკანონო ქმედებებთან და თუნდაც იგივე სანქციების კონტექსტში, მანამდე ჩვენ გვქონდა აღიარებასთან დაკავშირებით ბმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან, რომელიც არის ურყევი, არის ორპარტიული და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ძალიან აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.