დავით ზალკალიანი - არსებობს პოლიტიკური ნება, როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა დავით გარეჯზე და მივიდეთ შეთანხმებამდე 
დავით ზალკალიანი - არსებობს პოლიტიკური ნება, როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა დავით გარეჯზე და მივიდეთ შეთანხმებამდე 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისიას საქმიანობა ერთი წუთით არ შეუწყვეტია.

მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა დავით გარეჯზე და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე იქნება.

„დავით გარეჯზე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ვინაიდან დაიძაბა ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ამ მომენტშიც მიმდინარეობს, მათი თხოვნაცაა და პირველი პრიორიტეტი მათთვის არის ორმხრივი დემარკაცია დელიმიტაციის საკითხი. რაც შეეხება კომისიის საქმიანობას, ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია. ჩემი მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს, მუდმივად ხაზზეა ორივე მხარესთან. მიცემული არის ახალაღმოჩენილი გარემოებები და  აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ჩვენი ვიზიტების, პრემიერის ვიზიტის დროს საუბარი იყო დემარკაცია დელიმიტარიზაციის საკითხზე. კარგია, რომ მათი მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რომ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა კომისიის ფარგლებში და უკვე მივიდეთ იმ შეთანხმებამდე, რომელიც იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.