დავით ზალკალიანი – არ არსებობს პანდემიის დამარცხების უკეთესი გზა, ვიდრე ერთობლივი ძალისხმევა

00:13, 22.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, მხარდაჭერის ეს აქტი სომეხ ხალხს მხნეობას შემატებს და მათ „კოვიდ 19“-ის კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

„არ არსებობს პანდემიის დამარცხების უკეთესი გზა, ვიდრე ერთობლივი ძალისხმევა და სოლიდარობა“, – წერს ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

მსგავსი