დავით ზალკალიანი - ანაკლიის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და აუცილებლად შესრულდება
დავით ზალკალიანი - ანაკლიის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და აუცილებლად შესრულდება

ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო სტრატეგიის დოკუმენტში გაწერილია, რომ ეს პროექტი აუცილებლად შესრულდება.

„იყო საუბარი არამხოლოდ ანაკლიის პორტზე, არამედ იმ დიდ ფინანსურ ინვესტიციაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის „ოპიკმა“ განახორციელა იგივე ფოთის პორტთან მიმართებაში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ ეს და მსგავსი პროექტები განხორციელდეს, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ფუნქცია სწორედ მსგავსი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაშია, რათა საქართველო მიმზიდველი გავხადოთ ყველასთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი