დავით ზალკალიანი - აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება
დავით ზალკალიანი - აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართულ შეხვედრას აფასებს. ზალკალიანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება.

„ბრწყინვალე შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის! ამერიკა რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების ერთგული მხარდამჭერი“, – დაწერა დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის უმაღლეს პირებთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.