დავით ზალკალიანი – ახლა თანაგრძნობის, მხარდაჭერისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დროა

14:48, 29.03.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„ახლა თანაგრძნობის, მხარდაჭერისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დროა“ – წერს დავით ზალკალიანი.

მსგავსი