ევროკავშირთან დაახლოების საგზაო რუკ​ის გზამკვლევზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება
ევროკავშირთან დაახლოების საგზაო რუკ​ის გზამკვლევზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების საგზაო რუკ​ის გზამკვლევზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგარეო უწყებაში პროექტს რამდენიმე ჯგუფი ექსპერტების დახმარებით ამუშავებს. ევროინტეგრაციის საგზაო რუკა საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით აქტიურობასა და ევროკავშირთან უკვე არსებული ფორმატების მიღმა დამატებითი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.

„კონცეფცია უკვე შექმნილი და დამტკიცებულია. გზამკვლევი წლის ბოლოსთვის ვფიქრობ უკვე იქნება, დავუგზავნეთ შესაბამის უწყებებს, მათგანაც გვაქვს პასუხები და სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამის რეჟიმში ხდება გზამკვლევის ყველა მიმართულებისთვის ხორცშესხმა. არის ოთხი ქვეჯგუფი და ამაში ჩართულია ექსპერტული საზოგადოება, რა თქმა უნდა, მუშაობა პარლამენტთანაც გვექნება, როდესაც პირველი კონტურები გამოჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მოგაწოდებთ თქვენც და გვექნება ამის პრეზენტაცია“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგზაო რუკის პროექტის პრეზენტაცია ჯერ მთავრობის სხდომაზე, მოგვიანებით კი საკანონმდებლო უწყებაში, წლის დასაწყისში მოხდა. მაშინ პროექტი საზოგადოებას საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ წარუდგინა.