დავით ზალკალიანი - 5 000 მოქალაქემდე არის დაბრუნებული სამშობლოში, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა
დავით ზალკალიანი - 5 000 მოქალაქემდე არის დაბრუნებული სამშობლოში, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა

ჩვენზე გაცილებით დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნები ამაყობენ რომ 10 და 15 ათასი მოქალაქე ჰყავთ დაბრუნებული სამშობლოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს 5 000-მდე მოქალაქე არის დაბრუნებული სამშობლოში, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა.

„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 5 000 მოქალაქემდე არის დაბრუნებული, არა მხოლოდ საჰაერო სივრცით, არამედ ხმელეთით, საზღვაო საშუალებებით. მე მოგახსენეთ, რომ ასევე მოქმედებს ბორანი, რომელსაც უკრაინიდან მოჰყავს ჩვენი მოქალაქეები. ასევე, ავტობუსებით, ტრანსპორტით, სახმელეთო გზით. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ჩვენზე გაცილებით დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნები ამაყობენ რომ 10 და 15 ათასი მოქალაქე ჰყავთ დაბრუნებული სამშობლოში. მინდა, საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა რთულ პირობებში მოახერხა ეს ჩვენმა ქვეყანამ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც კვლავ გავაგრძელებთ ეტაპობრივად მათ დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.