დავით ზალკალიანი - 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო
დავით ზალკალიანი - 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო

საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ იგივე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა მაიკ პომპეოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ ერთ-ერთ დარღვევად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.

„მინდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ევროპული უსაფრთხოების სამ ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს სამი ხელშეკრულება – ეს არის „ვენის დოკუმენტი“, ეს არის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხება“ და ეს არის „ღია ცის შეთანხება“. სამივე დოკუმენტი არის უაღრესად მძიმე მდომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი და წევრი ქვეყნის მხრიდან ხდება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფა, მათ შორის ასევე ამ ხელშეკრულების განსხვავებულად ინტერპრეტაცია. ეს იწვევს იმას, რომ შეჩერებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხება და აშშ-მა მიიღო გადაწყეტილება „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გასვლასთან დაკავშირებით. იმ მიზეზებს შორის , რა განცხადებაც გაკეთდა აშშ-ის მხრიდან, საქართველოც არის დასახელებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, იქ არის ყირიმის თემაც, იქ არის ასევე კალინინგრადის თემა, იქ არის ასევე გადაფრენის თემა, კანადის საკითხი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენთვის ახალი არ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მათ 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღეს 10 კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში, იმ პირობით, რომ თითქოსდა ეს ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და ისინი არიან დამოუკიდებელი სუბიექტები. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფა, ამ ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველომ 2012 წელს შეაჩერა „ღის ცის შეთამხებით“ ნაკისრი ვალდებულება რუსეთთან მიმართებაში.

„ჩვენ 2012 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება გვაქვს შეჩერებული რუსეთთან მიმართებაში და არ ვუშვებთ ფრენებს, რომელიც უნდა განახორციელოს რუსთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ვენაში ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში. იყო გაკეთებული საჯარო დამგმობი განცხადებები საქართველოს მხრიდან და ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. ამ სიტუაციაშიც, ამჟამადაც ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, რათა განვსაზღვროთ თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი