დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის წილისყრა – მეორე და მესამე ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპების წყვილები ცნობილია – წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობდნენ ლიგა 3-ის, წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდები, ასევე მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „იანეთი“.
წილისყრის შედეგად თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 16 წყვილი:
სამგურალი 2 – დიდუბე 2014
არაგვი – ვიტ ჯორჯია
იუჯი-35 – მერანი თბილისი
სქური – გარდაბანი
ზესტაფონი – გაგრა 2
იანეთი – ვიტ ჯორჯია 2
სამცხე – გორი
ბორჯომი – ბეთლემი
მერცხალი – ოდიში 1919
რუსთავი 2 – სულორი
ალგეთი – ლოკომოტივი 2
შტურმი 2 – ორბი
არაგველები – მარგვეთი 2006
ზანა – თბილისი 2025
ბახმარო – კოლხეთი ხობი
ტორპედო 2 – შტურმი
თასის მესამე ეტაპზე მეორე ეტაპის კენტი წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან. გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 12 ივნისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის მატჩები 20 ივნისს შედგება.